მხატვრების ნამუშევრები

სორდია ბადრი

სორდია ბადრი

სორდია ბადრი ნიკოლოზის ძე დაიბადა 1954 წლის 29 ოქტომბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ჩხოროწყუში. 1957 წელს მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში. 1961-72 წლებში სწავლობდა წყალწმინდის საშუალო სკოლაში. 1976 წელს ჩაირიცხა მოსე თოიძის სახელობის №11 საშუალო პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში, მეალფრენე-დეკორატორ შემსრულებლის განხრით. 1981-1982 წლებში მუშაობდა სოფელ წყალწმინდაში საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამმართველოში მხატვრად. შემდეგ ქ. თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში დამხმარე მუშად. სამხატვრო აკადემიაში სწავლა ვერ მოახერხა ეკონომიური პირობების გამო. 1981 წლიდან შემოქმედებით საქმიანობას ათავსებს სარემონტო სამუშაოებს, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს.
ბადრი სორდია მრავალი გამოფენის მონაწილეა:
1979 წლის ნოემბერში ქ. მოსკოვში საკავშირო გამოფენა.
1979 წლის დეკემბერში ქ. თბილისში თვითნასწავლ მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა.
1982 წლის აპრილში, ქ. მოსკოვში ამიერკავკასიის რესპუბლიკების მხატვართა გამოფენა.
1984 წელს თებერვალში ქ. თბილისში რესპუბლიკური გამოფენა დევიზით “ხელოვნება ეკუთვნის ხალხს”.
1987 წელს ქ. თბილისში თვითნასწავლ მხატვართა და ხალხურ ოსტატთა მეორე საკავშირო ფესტივალისადმი მიძღვნილი გამოფენა.
1991 წელს ქ. თბილისში ოლიმპიადისადმი მიძღვნილი გამოფენა.
1997 წელს ქ. თბილისში (ქარვასლა) რესპუბლიკური ოლიმპიადისადმი გამოფენა.
2003 წელს ქ. თბილისში ეროვნულ გალერეაში მხატვარ გურამ გაბაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა.
აღნიშნულ გამოფენებზე დაჯილდოვებულია დიპლომებით და სიგელებით.
2005-2006 წლის ეროვნულ დათვალიერება ფესტივალზე გახდა ლაურეატი.