მხატვრების ნამუშევრები

გოგნიაშვილი გიორგი

გოგნიაშვილი გიორგი

დაიბადა 1949 წლის 12 აგვისტოს თბილისში. დაამთავრა 88-ე საშუალო სკოლა და თბილისის მანქანადმშენებლობის ტექნიკური სასწავლებელი ელექტრიკოსის კვალიფიკაციით. 1981 წელს მიიღო ხალხური ოსტატის წოდება. ძირითადად მუშოაბს მეტალის მხატვრულ დამუშავებაზე (ზარდახშა, მელხიორის ჭურჭელი, სამკაულები, ყანწები და სხვა). შესანიშნავად ფლობს მეტალის დამუშავების ტექნიკის თითქმის ყველა სახეობას (ფილიგრანი, ცვარა,გრეხილი). 1980 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. დაჯილდოებულია დიპლომებითა და სიგელებით.