მხატვრების ნამუშევრები

პატარქალიშვილი გურამ

პატარქალიშვილი გურამ

დაიბადა ქ. თბილისში 1932 წლის 28 მაისს მოსამსახურის ოჯახში.
1952 წ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების კვალიფიკაციით.
1960-1985 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში სახელმწიფო უშიშროების ცენტრალურ აპარატში, განყოფილების უფროსის თანამდებობით. მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება.
1985-1992 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მონადირეთა კავშირის თავმჯდომარედ.
პენსიაზე გასვლის შემდეგ აქტიურად ჩაება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში (ჭედურობა, ოქრომჭედლობა და სხვა).
იღებდა მონაწილეობას ხალხური შემოქმედების გამოფენებში ქ. თბილისში, ალჟირში, ავსტრიაში, ქ. მოსკოვში.
ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, მუზეუმებში.
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით და 11 მედლით.