მხატვრების ნამუშევრები

ლიტვინენკო ეკატერინე

ლიტვინენკო ეკატერინე დაიბადა 1977 წელს თბილისში.
სშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით _ რუსული ენა და ლიტერატურა. არის თვითნასწავლი მხატვარი. ძირითადად გატაცებულია ქსოვით და ქარგვით.
2000 წლიდან აღრიცხვაზეა, როგორც ხალხური ოსტატი. 2000 წლის 6-12 აპრილს მონაწილეობდა გამოფენაზე, რომელიც მოაწყო სამოქალაქო მოძრაობამ. 2001 წელს მონაწილეობდა გაეროს შენობაში გამოფენა-გაყიდვაზე. მონაწილეა თვითნასწავლ მხატვართა ფესტივალის.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: აფრიკაში, გერმანიაში, ამერიკაში.
დაჯილდოებულია დიპლომებით და სიგელებით.