მხატვრების ნამუშევრები

მგელაძე გულდამ 

დაიბადა 1937 წლის 26 იანვარს ლანჩვუთში. 1955 წელს წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს საშუალო სკოლაში შრომის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამკერვალო, ტყავ-საგალანტერიო ფაბრიკაში ინჟინრად. 1983-1993 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროში მეთოდურ-სამეცნიერო ცენტრში მეთოდისტად. ამ პერიოდში შეადგინა სახელმძღვანელო “ქსოვილის გამოჭრისა და კერვის ტექნიკა”. ფლობს ხელსაქმის სხვადასხვა სახეს: ხელით ქსოვა-ქარგვა, საკერავი მანქანით ქარგვა, ჩხირებით და ყაისნაღით ქსოვა, მაკრამე. პირველი ნაქარგები საეკლესიო თემებზეა შექმნილი. მოქარგული აქვს ფიროსმანის ნახატების 37 ასლი, ასევე გუდიაშვილის და ახვლედიანის სურათების კოპიოები. აქვს საკუთარი შემოქმედებაც. 1997 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეომში მოეწყო მისი ნაქარგების პირველი პერსონალური გამოფენა. 2004 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახლ-მუზეომში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში:
1997 წელს ხალხური შემოქმედების ოლიმპიადა.
2000 წელს ქრისტეშობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი თვითნასწავლ მხატვართა და ხალხურ ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.
2001 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში რესპუბლიკური გამოფენა.
2004 წელს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი თვითნასწავლ მხატვართა და ხალხურ ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა ფილარმონიაში.
2005 წელს თვითნასწავლ ქალთა გამოფენა “უნივერსში”.
დაჯილდოვებულია დიპლომებით და სიგელებით. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (ამერიკაში, გერმანიაში, მოსკოვში, თბილისში, ბულგარეთში, რუმინეთში).