მხატვრების ნამუშევრები

 

ადამაშვილი დარეჯან 

დაიბადა 1968 წლის 10 ნოემბერს თბილისში. დაამთავრა თბილისის 48-ე საშუალო სკოლა და ხელოვნების კოლეჯის ხელოვნებისმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო კერამიკულ საამქროში, სადაც ამ დარგით დაინტერესდა და დამოუკიდებლად შეისწავლა კერამიკის წარმოების საფუძვლები და ტექნოლოგია, თავად გააკეთა საკუთარი სახელოსნო-საამქრო, ამზადებს კერამიკულ ნაწარმს და აბარებს სამხატვრო სალონებში. 2000 წლიდან ხალხური რეწვის ოსტატია - ყველა გამოფენისა და დათვალიერების მონაწილეა. ხალხური რეწვის ოსტატთა კონკურსზე პრიზით დაჯილდოვდა. ამჟამად ცხოვრობს ბოლნისში, მუშაობს ხელოვნების მასწავლებლად – კერამიკის წარმოების საიდუმლოებას ასწავლის ბავშვებს.